რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები დაბომბეს - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საავადმყოფო, კულტურის სახლი და რკინიგზის სადგური. გუბერნატორი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძრის კვალი ჩანდა ხერსონისა და ჩერნობაევკას ტერიტორიებზე. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტები საბრძოლო მასალების დეტონაციას ახდენენ. რუსულმა არმიამ დაბომბა კრივოი როგის საცხოვრებელი ტერიტორიაც, დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. დაზიანდა სკოლა და რამდენიმე სახლი. ოკუპანტებმა ხუთი რაკეტა ისროლეს სუმის რეგიონის მიმართულებითაც. სავარაუდო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი შეტევითი ოპერაციის განხორციელების მიზნით, რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო ძალებს აგროვებს და უკრაინის მახლობლად ათავსებს. პარალელურად, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ და ტერიტორია დატოვონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster