დავით სერგეენკო - ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია


ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკომ მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა.

მისი განმარტებით, ორი წლის წინ დაწყებული რეფორმის შედეგად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისები, საჭიროების განსაზღვრა და სწორი მიმართვა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ქვეყანაში გაუმჯობესებულია.

მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან