ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო

17.01.2019 04:10

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო. ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი. ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა
04:32

მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გა...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

„მოამბე“ 15 საათზე, 11 იანვარი, 2019 #LIVE
27:17

„მოამბე“ 15 საათზე, 11 იანვარი, 2019 #LIVE

პირველი არხი - LIVE

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
04:30

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი ​- მონოკლონური ანტისხეულები და „რემდესივირი“
01:03

კორონავირუსი ​- მონოკლონური ანტისხეულები და „რემდესივირი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
06:10

COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა ნათელაშვილის განცხადება
00:59

შალვა ნათელაშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე საქართველოშია
06:25

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე საქართვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში
05:26

კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო