#4th თვითრეფლექსიის პოდკასტი ნინი ჭაჭიასთან ერთად

10/06/2023

ჩემი პოდკასტის მესამე სტუმარი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო, მას არაერთი წარმატება აქვს როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე სამთავრობო უწყებებში, ამჟამად კი არის მეღვინე და ღვინის ოსტატების დამფუძნებელი.
წარმოგიდგენთ ანდრო ბარნოვს.

შეგახსენებთ პოდკასტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
I ნაწილი - წარვადგენ სტუმარს თავისი მიღწევებით და განსაკუთრებულებით.
II ნაწილი - გადაცემისთვის მომზადებული 50 თვითრეფლექსიის შეკითხვიდან ანდრო პასუხობს 7 შეკითხვა, რომელიც მისი აზრით ადამიანებს დაეხმარება ცხოვრების გადააზრებაში და ამ შეკითხვებზე გვპასუხობს თავისი ცხოვრებიდან.
III ნაწილი - დამატებითი ბლიც შეკითხვები ჩემგან. ერთია შეარჩიო ის შეკითხვები, რომელიც წარმოგაჩენს და თავად გაიაზრებ, მეორეა ამ შერჩეულების უკან რა იმალებ. ამიტომ გადაცემის მესამე ნაწილში დამატებით კითხვებს ვსვამ, რაც კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში ჩაგვიყვანს.

ჩემი თხოვნა იქნება ეს ყველა შეკითხვა აუცილებლად დაუსვათ საკუთარ თავსაც და მოინიშნოთ, კომენტარებში კი გამიზიარეთ ეტაპობრივად ვინ გენდომებათ თვითრეფლექსიის პოდკასტის სკამზე იხილოთ.

#პოდკასტი #podcast #გადაცემა #ფსიქოლოგი #გამომყევიბოლომდე #ფსიქოლოგია #წარმატება #psychology #georgia #successmotivation