ფინეთი ნატო-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს

15.05.2022 02:31

„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ის, რომ ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო რუკაზე მალე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილოთ. ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს“ - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“ - თქვა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფინეთის პარლამენტი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წევრობის ოფიციალური განაცხადი ნატო-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარედგინება. გადაწყვეტილება მიღებული აქვს შვედეთსაც. ის განაცხადს, სავარაუდოდ, 17 მაისს წარადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani