სოფლის შენებას რა უნდა?!
#ოდაში სალომე და ირაკლი, თბილისიდან ნიგოითში გადავიდნენ. თავდაპირველად, მათი გეგმები მხოლოდ შინა მეურნეობის წამოწყებას უკავშირდებოდა, თუმცა, სოფლად გატარებულმა პირველმა ერთმა თვემ - ახალი მიზნები და სურვილები გააჩინა. სტაფილო, ბოლოკი, ისპანახი, ხორბალი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, კამა და ცერეცო - ეს ყველაფერი, ახლა უკვე ირაკლის და სალომეს მეურნეობის, ყოველდღიური ზრუნვისა და განვითარების ნაწილია. ნიგოითელებსა და მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებთან ურთიერთობამ, ახალ გამოცდილებასა და კავშირებს დაუდო სათავე. სოფლად, ახალგაზრდობაც არის, თუმცა, რესურების სიმწირის, ფინანსების არქონისა თუ სხვა მიზეზთა გამო, საკუთარი შემოსავლის ქონა და თავის დამკვირდება - მათთვის რთულია. "დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი მიწაა გასაწმენდი. ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი ძალისხმევით გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. სახელმწიფო ამ კომპონენტში მაინც რომ შეეხიდოს მოსახლეებს, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მთელ ამ ტერიტორიაზე, მოსავლის მოყვანა რომ შეძლოს სოფელმა, მაღაზიაში პროდუქტის ყიდვის ფულიც გაუჩნდებათ, ადგილობრივი ეკონომიკა და მეურნეობა წავა წინ და საბოლოო ჯამში - მთელი ლანჩხუთი უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებს" ირაკლი და სალომე, სოფელ ნიგოეთში თბილისიდან გადმოვიდნენ; თავიდან - დროებით, ახლა უკვე - საცხოვრებლად. აქ, ისინი, ახალ კერას და ახალ გამოცდილებას აშენებენ. საქმე, რომელმაც მათ ადგილმონაცვლეობისკენ უბიძგა, - იზრდება და ამ ყველაფერს, სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. • რეჟისორი: გიორგი მურვანიძე • პროდიუსერი: ბაჩო გურაბანიძე • ოპერატორები: გოჩა კვაჭაძე, გიორგი მურვანიძე • დრონის ოპერატორი: გოჩა კვაჭაძე • ფერის კორექცია: გიორგი ხომერიკი • მძღოლი: ისრაფილ მგზავრიძე
მსგავსი ვიდეოები
სოფლის შენებას რა უნდა
NANO TV
სოფლის შენებას რა უნდა ...
Beka Rukhadze
სოფლის შენებას რა უნდა
ბენჟამინ ART დეკორი
სოფლის შენებას რა უნდა კარაოკე Soflis shenebas ra unda KARAO...
Musicland Karaoke
სოფლის შენებას რა უნდა - მუსიკალური ნომერი „ჩვენს ოჯახში“
TV IMEDI
სოფლის შენებას რა უნდა?! რა უნდა?!
“სოფლის შენებას რა უნდა“ - lV ეტაპი
Qorenishuli Veranda