არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული
03/16/2019
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული. ორი დღის წინ, მან ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. თანხა და იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომხდარზე კომენტარი დღეს დაზარალებულმა დეპუტატმაც გააკეთა.
პარლამენტის წევრის ბინის გაქურდვის შესახებ, განცხადებები თალაკვაძის კოლეგებმაც გააკეთეს და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარებაც შეაფასეს. მმართველი გუნდის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ქურდობა დეპუტატის ბინაში მოხდა, საყურადღებოა, თუმცა დანაშაულის სტატისტიკის ზრდის ინდიკატორად არ გამოდგება.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულებები ქვეყანაში შემცირებულია. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია და მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას - სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.