არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული

16.03.2019 00:51

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული. ორი დღის წინ, მან ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. თანხა და იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომხდარზე კომენტარი დღეს დაზარალებულმა დეპუტატმაც გააკეთა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: