რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს
რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს. შედეგად, ქალაქის მერის განცხადებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ლიმანის მიკრორაიონი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას შტურმით ცდილობენ. მანამდე კი, რუსი ოკუპანტების სამიზნე ქალაქი ბახმუტი გახდა. დაბომბვისას ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ზუსტი იარაღის სიმცირის გამო, რუსული ძალები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იყენებენ. საჰაერო და საავიაციო დაბომბვების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ მიკოლაევში, მანამდე, პირველი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, სოფელ სერგეევკას დაესხა თავს, რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაკეთებული ვიდეომიმართვისას ოდესაში მომხდარი რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ამ სახლში დაახლოებით 160 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და ეს არის მიზანმიმართული რუსული ტერორი. აქვე, უკრაინელმა ლიდერმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 98-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 97-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის გეგმებს რადას წარუდგენს
Euronews Georgia
რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 275-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი დაბომ...
Rioni.TV