რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გასულ დღე-ღამეში სულ მცირე 10 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. ქალაქ ბახმუტში ნასროლი ჭურვის შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტები ქალაქ პოპასნაიას მიმართულებიდან უტევენ. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მაშველებმა დონეცკის ოლქში ნანგრევებში 35 წლის ქალისა და ჩვილის ცხედარი იპოვეს. უფრო ადრე კი, დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი მცირეწლოვანია. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ლვოვზეც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ვინიცაში, სადაც ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა. ღამით, უკრაინის თითქმის ყველა ოლქში საჰაერო იერიშის საფრთხე არსებობდა. რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას, ავიაციამ მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგურა. საუბარია 20-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანასა და მტრის ცოცხალ ძალაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.