როგორ მუშაობენ ქართველები და აფხაზები ერთად? | ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია

07/19/2023
JAMnews ქართულად-ის მიერ

ენგურჰესი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად მუშაობენ.

ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი ლევან მებონია გვიყვება, თუ როგორ ხერხდება ეს ენგურჰესში, როდესაც სხვაგან ყველგან მიუღწეველ მიზნად რჩება.

ლევან მებონია ასევე საუბრობს ენგურჰესის მნიშვნელობაზე ორივე მხარისთვის, აფხაზეთის ენერგოკრიზისზე, ჰესის გარშემო არსებულ მითებსა და ჰესის მუშაობის შიდა სამზარეულოზე.

\"ენგურჰესი გვაძლევს მაგალითს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, როდესაც ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს\" - ამბობს ლევან მებონია.

0:00 ინფორმაცია ენგურჰესზე
01:27 რა მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ორივე მხარისთვის?
05:07 როგორ ხერხდება ქართველების და აფხაზების თანამშრომლობა?
08:15 \"2013-14 წლიდან თითქმის ორჯერ გაიზარდა აფხაზეთის მოხმარება\"
09:17 \"აფხაზური მხარე აცნობიერებს, რომ ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს\"
11:04 ენგურჰესის შიდა სამზარეულო
12:36 როგორ ვეხმარებით აფხაზებს ენერგეტიკულ საკითხებში?
14:21 პრობლემები, რომლებიც საერთო ძალისხმევით დაიძლია
18:23 \"ენგურჰესის სამართლებრივი კუთვნილების თემა არ განიხილება\"
19:53 შეუძლიათ აფხაზებს გათიშონ ენგურჰესი?
21:08 შესაძლებელია თუ არა ხელოვნურად წყლის დონის დაწევა?
22:58 \"ბევრჯერ ჩამოგვიყვანია ჟურნალისტები აფხაზეთიდან და გვინახებია წყლის დონე\"
23:22 რა ხდება ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის ათვისებასთან დაკავშირებით?
23:53 იქნება თუ არა ჩართული აფხაზური მხარე ენგურჰესის ტურისტულ მხარეში?
25:14 რას გვასწავლის ენგურჰესის თანამშრომლობა ორივე მხარეს?
27:35 \"შესაძლებელია ეკონომიკურ და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა\"

------------------------------------------------------------------------------------------------
JAMnews არის უნიკალური მედია-პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პროფესიონალ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს და ექსპერტებს.

ჩვენ ვაშუქებთ რეგიონში მიმდინარე ახალ ამბებს, ვავრცელებთ მხოლოდ გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას, ვაანალიზებთ მნიშვნელოვან მოვლენებს და ვცდილობთ უკეთ გავაცნოთ ერთმანეთი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს.

JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.

გაიგეთ მეტი:

ვებგვერდი - www.jam-news.net/ge
Facebook - https://www.facebook.com/jamnewsge
Twitter - https://twitter.com/jamnewsge
Instagram - https://www.instagram.com/jamnewsgeor...

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე. დონაციისთვის გადადით შემდეგ გვერდზე - https://jam-news.net/ge/dagvichiret-m...

ვიდეოები „JAMnews ქართულად"-ისგან