როცა ომში წასვლის წინ შენს თავს ვიდეოზე აღმოაჩენ

02/27/2021
Stars TV-ის მიერ

ეს კადრები, მისი გადაღებიდან 28 წლის შემდეგ აღმოვაჩინე შემთხვევით ერთ-ერთ საიტზე, კარგად მახსოვს ჯაბა იოსელიანი ახალ მეომრებს აგროვებდა აფხაზეთის ომში წასაყვანად და ჯარის შესავსებად. ამ კადრებში ჩემი 17 წლის თავიც ამოვიცანი და ჩემი 15 წლის ძმაც, რომელმაც ერთადერთმა იცოდა მაშინ, რომ ომში ვიპარებოდი.

არასოდეს, არცერთი ბატალიონის წევრი არ ვყოფილვარ, მაშინ ჭირდა ომში უსტატუსოდ წასვლა, ან მოხალისედ უნდა მისულიყავი სადმე, რომ უბრალოდ როგორმე აფხაზეთში ჩაგეღწია...
რეალურად კი, ამ დღეს არ წამიყვანეს „ჭადრაკის სასახლედან“ ამ შეკრების შემდეგ - ძალიან პატარა ხარო, მითხრეს და სახლში გამოგვიშვეს მეც და ჩემი ძმაც, თუმცა ორ დღეში უკვე თბილისი-სოხუმის მატარებელში ავიპარე და ფიზიკურად ასე მოვხვდი სოხუმისთვის ომში... მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ - გაგვყიდეს!!!

P.S. ვიდეოს ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ჟურნალისტი ახალციხელი 21-22 წლის სომეხი ბიჭებისგან იღებს ინტერვიუს, რომლებიც ჩვენს მხარეს ომოდნენ. ... და კიდევ ერთი ის, - რომ „მხედრიონმა“ საქართველო გაანადგურაო და ბლია-ბლია-ბლია თემაში, ასე ხელაღებით ნუ შეურაცხყოფთ იმ 800 გარდაცვლილი ახალგაზრდა ვაჟკაცის სულს, რომლებსაც მხედრიონელები ერქვათ, მაგრამ სიცოცხლე სამშობლოსათვის გასწირეს და იმისათვის, რომ - თქვენ დღეს ცოცხლები ხართ ფიზიკურად! - ერთ ქვაბში არასოდეს მოხარშოთ ყველა!!! პატივი ეცით მეომარ ხალხს... ცოცხლებსაც და გარდაცვლილებსაც!

* ტელეკომპანია „ვარსკვლავები“
* ოპერატიულობა * ხარისხი * მიზნობრივი აუდიტორია * ექსკლუზივები
* დაგვიკავშირდით 5-99-57-66-22 * https://www.facebook.com/stars.ge

ვიდეოები „Stars TV"-ისგან