დიალოგი ლექსად √1/ ძმაკაცთა წასვლა ომში

12/14/2023
აფიშა-ის მიერ

⭕დიალოგი არ არის წინასწარ გაწერილი, იგი არის 100%-ით ფრისტაილი!
.
⭕დიალოგის ავტორები:
დავით ბეგიაშვილი
საბა გაბაიძე
.
⭕საბას ინსტაგრამი: https://www.instagram.com/gabaidze_sa...

.
📣სრული ტექსტი:
დავით:
ჯარში გამომყევ ძმობილო,
სამშობლო ერთად დავიცვათ,
შვილნი ერთმანეთს ვუნათლოთ,
ფორმაც კი ერთად ჩავიცვათ.
ქოფაკნი ქართველთ გვიკლავენ,
ჩვენ კი გული გვაქვს რკინისა,
თუ მე მოვკვდები შენ იქმენ,
გამზრდელი ჩემი შვილისა.
საბა:
მოგყვები ჩემო ძმობილო
ნაბიჯს დაგაწევ ნაბიჯში,
ზურგი ზურგს მივსცეთ ვიომოთ,
ერთ ვიყოთ სანგრის ნაპირში.
შენ გესროლონ გულში ტყვია?
ის ტყვია მე მომხვდეს თავში
\"შენ მკვდარი და მე ცოცხალი,
რაფერ გევიარო ხალხში.\"
დავით:
მაშ ამ საღამოს კარს მოდი,
ღვინო დამისხი ჯამზედა,
ბოლომდე თუ ვერ დავლიე,
გადამამტვრიე თავზედა.
სამშობლო ლექსად დავლოცოთ,
გავცვალოთ სიტყვა ძმურიო,
რადგან ხვალიდან ძმობილო
გზა გველის ყოვლად რთულიო.
საბა:
ქართველებს ღვინის დალევა
ათა-ბაბიდან გვჩვევია,
მე იმ ვაზისთვის მოვკვდები
ჭიშკარს რომ შამაჰხვევია.
დავლიოთ კიდეც დავლოცოთ
შენაც დათვრები მეეცაო,
შენ იმღერ მე ბანს მოგაწვდი
დაგვათენდება დღეცაო.
დავით:
მობრძანდი ძმაო სისხლისა,
ფეხს შემოიტან მადლიანს,
ღვინის ნაჟურით დამთვრალნი,
გავიდეთ დილის ადრიანს.
ყანწი შეგივსე ვაჟკაცო,
დალოცე ჩვენი არხოტი,
ახლა კი ლექსად მომიყევ,
თუ როგორ გიყვარს წალკოტი.
საბა:
სახლად ვაჟკაცებს დავტოვებთ
მაგ წალკოტს წყალს რომ დაუსხამს,
მაგ ყანწსაც ვინც არ დაგიცლის იმას ქვეყანამ რაუთხრას.
დილით ბუხარიც დავანთოთ
როს იგუგუნებს სარკმელი,
გავდგეთ აბჯარი ავისხათ
ხმალმან სთქვას ჩვენი სათქმელი.
დავით:
შენ შემოგევლე ძმობილო,
სიტყვა ვაჟკაცის  თქმულითა,
ვინც ქართველს დაემუქრება,
პასუხი აგოს სულითა.
არ შეგეშინდეს მებრძოლო,
დაგიცავ ჩემი გულითა,
მზეც ამოვიდა წავიდეთ,
გზად წავიხემსოთ პურითა.
საბა:
გზაზედ ჩამოვჯდეთ ჭადრის ქვეშ
მზეს მოგვარიდებს ჩრდილითა,
შენ თუ მე გულით დამიცავ
მე შენ დაგიცავ კბილითა.
ყოვლად ვემდუროთ ქოფგებსვერ ჰყეფდნენ ქართველთ შიშითა,
თუ მოვკვდე შენვე დამმარხე
ჩვენი მამულის მიწითა.
დავით:
აგერ ჭადართან მივედით,
ხმლით დავისეროთ ხელია,
სისხლით შევფიცოთ ერთმანეთს,
არ გავახაროთ მტერია.
შევფიცოთ ძმობა ერთხელაც,
თუ დაიღუპა რომელი,
ოჯახს მიხედოს მოძმესი,
ფიცი თვალთ გაუწვდომელი.
საბა:
შევფიცოთ ჩემო ძმობილო
მაშ სისხლით მოვრწოთ ჭადარი
ჩვენ სისხლს ისევე ჩვენ დავღვრით
მტერი დამღვრელო არარი
ვფიცავ რომ შენთან ვიქნები ტყვიის წვიმაში ველზედა
მტერი რომ გზად გადმოგიხტეს დანას დავადებ ყელზედა.
დავით:
მეც გეფიცები ძმობილო,
ბრძენი ჭადარი მოისმენს,
გავმუსრავ შენთვის რაინდსა,
მოფარიკავეს, მოისრეს.
გზა გავაგრძელოთ ძმისგულო,
ტრაპეზი გვეყოს ჭადრის პირს,
სანამ ვიფიცებთ ძმობასა,
მტრებმა ქართველი დასცეს ძირს.
საბა:
მაშ მტერს დავეცეთ ვით მეხი
გადავუხადოთ ვალები,
ერთ ქართველს ორი ძაღლი ჰკბენს
რას ხედავს ჩემი თვალები
ერთს მე ვეცემი გავფატრავ
დავიკლავ პირშავს ხელზედა
მეორეს შენ დაეჯახე
დამარხე ბრძოლის ველზედა.
დავით:
მივედ შევაკალ ხანჯალსა
მტერი გულსბოროტ მნათობი,
ფრთხილად იყავი ძმობილო,
მოდიან კიდევ ათობით.
იმწამს მოიგონ ბრძოლობა
როცა ძმაკაცებს დაგვშლიან,
გვერდს მყარად მიდექ შენ მუხბე,
ძალა ხომ ერთობაშია.
საბა:
რომ გავჰყურებ ბრძოლის ველზე
ვჩანვართ ძმები მხოლოდ ორი
ათსაც ასი ემატება პირქუში და არასწორი
რომ გიყურებ მახსენდება ტარიელი შენი სწორი მაშ ავთანდილ არ დავნებდეთ ჩვენც მტერისა დავდგათ გორი
დავით:
მივაყუდე ვითა მტერი,
დავეც გულსა ხანჯალმტკიცე,
გაიხსენე შენ ძმობილო,
ჭადართან რაც მე შეგფიცე.
ათსა ათი ემატება,
სისხლის წვიმა თავზე დამდის,
მიწას დავეც მტერთა ხროვა,
მათი კვნესა ცამდე ადის.
საბა:
თვალთ დამიდგა როგორ დაგცა ლეკვთა ხროვამ ამ ტყის მგელი,
ათი კაცი გავანგრიე ვით ციხისა ქვის კედელი,
ველად შენი სისხლი ვნახე ვით ჭადრის ქვეშ დაქცეული,
შენ კი ძალი აღარ გედგა ზურგზედ იყავ წაქცეული,
გიმეორებ ჩემ პირობას! შენი შვილი? ჩემი შვილი შენ ჩათვალე რომ ეგ ბიჭი ვაჟკაცად არის გაზრდილი სული მშვიდად განიტევე
სამშობლო გაიცნობს ვით გმირი.
დავით:
სიზმარს ვნახე, ასეც მსურდა
მე სიკვდილი მკლავსა შენსა,
მუხბე, ჩემს შვილს მოუყევი
ვაჟკაცობა ჩემი დღესა,
ახლა წაველ, იქ მელიან,
სული უმდა დავლიო,
როცა მოხვალ ერთად შევსვათ
იქ სამოთხის წყალიო.
საბა:
არ იდარდო ძმაო ჩემო
მოვუყვები თვალთ დანახულს,
მაგრამ ვერსად გავექცევით დაწერილ ბედს ღვთის დალახრულს,
მე იმასაც გპირდები რომ შენი მკვლელი მე მოვკალი, თავი ხანჯლით წავაცალე, ამოვთხარე ორი თვალი.
მე იმ ჭადართან დაგმარხავ და დარჩები მის ნაწილად, ვით გმირი საქართველოსა ისტორიის დიდ ნაწილად.