მიხაილო პოდოლიაკის გამოხმაურება


„ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. როგორც პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, - „კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა. ტერორიზმის ყოველ ამგვარ აქტს უნდა მოჰყვებოდეს ხისტი პასუხი ევროპული დედაქალაქებისგან - ახალი სანქციები, მეტი იარაღი“.

შეგახსენებთ, ფრანგულ რეგიონულ მედიასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა დაამცირონ, რათა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გამოსავალი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან