პოდოლიაკის განცხადება - გამოხმაურება თბილისში


პოლიტიკური სპექტრი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას აფასებს. უკრაინელი ჩინოსნის თქმით, საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო - ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი დემონსტრაციულად ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და ეს არის ყველაზე ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს,რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. მან ასევე ილაპარაკა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან