ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი ტურისტულ ჰაბად უნდა იქცეს

08/24/2016
Radio Atinati-ის მიერ

თავისუფალი დემოკრატების\" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში ამომრჩევლებს შეხვდა. მან ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო.

ჩიქოვანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდელებს მისი სახით პარლამენტში ძლიერი, უკეთესი და გამოცდილი წარმომადგენელი ეყოლება.

\"ასევე, ვპირდები მოსახლეობას აქ ჩვენ შევქმნით ისეთ ცენტრს, სადაც დამწყებ ბიზნესმენებს შეეძლებათ წამოიწყონ და განახორციელონ ახალი იდეები და ამავე დროს დაასაქმონ სხვებიც. მესამე, რასაც ვპირდები ხალხს არის, ის რომ ჩვენ ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული ჰაბი. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება ის, რომ ჩვენ დადიანების სასახლეთა კომპლექსსა და ბოტანიკურ ბაღს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსზე აპლიკაცია გავაკეთოთ, რაც ზუგდიდს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ავტომატურად დასვამს\", - განაცხადა მან.

დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან