აბრეშუმის გზის ფორუმი
საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა. უკრაინის ომის, გლობალური გამოწვევების და უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, ფორუმი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ერთ სივრცეში განიხილავენ. როგორ უნდა განვითარდეს შუა დერეფანი - ეს გამოსვლების და პანელური დისკუსიების მთავარი თემაა. რუსეთის გვერდის ავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მიმართ ინტერესი უკრაინის ომმა და ევროპაში შექმნილმა ენერგო კრიზისმა განსაკუთრებულად გაზარდა. თბილისში იმყოფებიან სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერებიც. პორტების მშენებლობა, სარკინიგზო გადაზიდვების და ტვირთბრუნვის გასააქტიურებლად დაგეგმილი პროექტები, რკინიგზის მოდერნიზება, გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება - ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერისგან ის გეგმები მოისმინეს, რომლებიც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანას აბრეშუმის გზის განსავითარებლად აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აბრეშუმის გზის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბრეშუმის გზის ფორუმი
TV IMEDI
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბრეშუმის გზის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster