„აბრეშუმის გზის ფორუმი“
საქართველო, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ერთ-ერთი უმოკლესი და საიმედო სატრანსპორტო დერეფანი და კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის - ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. შავი ზღვის ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზება, საჰაერო კავშირების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტი - მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ პროექტების განხორციელება, ქვეყნის რეგიონული ჰაბის სტატუსს გააძლიერებს, რაც თავისთავად ქვეყნებს შორის კავშირს გაზრდის და გაამყარებს. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაც. სწორედ ეს იყო საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების საუბრის მთავარი თემა. აღსანიშნავია, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის შემდეგ შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების - ნიკოლ ფაშინიანისა და ალი ასადოვის პირველი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აბრეშუმის გზის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბრეშუმის გზის ფორუმი
TV IMEDI
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აბრეშუმის გზის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აბრეშუმის გზის ფორუმი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster