ვითარება უკრაინაში - ომის 50-ე დღე


ოთხი მშვიდობიანი პირი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა რუსული ძალების მიერ ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად. რუსეთის თავდაცვის უწყება კიევს სარაკეტო იერიშით ემუქრება - თუ „უკრაინა არ შეწყვეტს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიყენებას“. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება ხანძარი რუსული სამხედრო ფლოტის კრეისერ „მოსკოვზე“. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ შავ ზღვაში მყოფ ხომალდს მათ ორი ჭურვი ესროლეს და მძიმედ დააზიანეს. საუბარია კრეისერზე, რომელმაც ომის დაწყების პირველ დღეებში, კუნძულ „ზმეინიზე“ მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა კი მას მოკლე პასუხით უარი უარი უთხრეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალების ოდენობას ზრდის. ასევე განაგრძობენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს მარიუპოლში, ასევე სლავიანსკის მისადგომებთან და დონეცკის სხვა რაიონებში. კიევის ოლქში, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 197 ბავშვი დაიღუპა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან