თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა

25.01.2020 01:13

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. ასევე, არ შესრულდება არც 27 იანვარს დაგეგმილი ფრენა - რეისი პეკინი-ურუმჩი-თბილისი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამის მიზეზად ჩინური მხარე საახალწლო ღონისძიებებს ასახელებს. სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ რეისები ამავე მიზეზით წინა წლებშიც გაუქმებულა. ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრით ქვეყანაში ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო