კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში
რვა ადამიანი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ. სამი პაციენტის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. დღესვე ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული შუახნის მამაკაცის დიაგნოზიც გახდება ცნობილი. მამაკაცი სარფიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის იტალიიდან ავტომანქანით ჩამოვიდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კი ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის თქმით, რამდენიმე მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რაც შეეხება 31 მოქალაქეს, შესაძლოა, მათმა ნაწილმაც დატოვოს დღეს საავადმყოფო და თვითიზოლაციაში განთავსდეს. 21 ადამიანია მოთავსებული აბასთუმნის ცენტრში. ცენტრის დირექტორის თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და პაციენტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დრომდე საკარანტინო ზონაში ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, კორონავირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი – პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ახალი კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster