თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა


თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.

ასევე, არ შესრულდება არც 27 იანვარს დაგეგმილი ფრენა - რეისი პეკინი-ურუმჩი-თბილისი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამის მიზეზად ჩინური მხარე საახალწლო ღონისძიებებს ასახელებს.

სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ რეისები ამავე მიზეზით წინა წლებშიც გაუქმებულა. ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრით ქვეყანაში ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან