ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხი
10/30/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
30 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, „ტფილისის ჰამქარმა\" გამართა შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტფილისის ჰამქარმა მოიწვია ექსპერტები ნიდერლანდებიდან ალე ელბერსი და ესტენ ვან სტეეკელენბური, რომელთაც ნიდერლანდებში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის დიდი გამოცდილება აქვთ(ალე ელბერსი არის ავტორი კანონისა ნიდერლანდებში მემკვიდრეობის დაცვის და დაფინანსების შესახებ).
შეხვედრას ასევე დაესწრენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ მაცაბერიძე, ტფილისის ჰამქარის წევრები.
შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად განხილული იქნა მემკვიდრეობის დაცვის, მართვის და დაფინანსების მექანიზმები საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებზე; მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ სიტუაციასა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს რეკომენდაციები მიაწოდეს.
შეხვედრის ორგანიზატორია ტფილისის ჰამქარი.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი სამშენებლო დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე წარმომადგენლები ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
/ culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045