"ტფილისის ჰამქარი" - კონფერენცია
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" "ტფილისის ჰამქარმა" გამართა კონფერენცია "ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები". კონფერენცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში" ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტები, არქიტექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია შეაფასოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები თბილისის, ბათუმის და თელავის მაგალითზე; წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი მართვის სისტემის შემუშავებას. კონფერენციის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა "აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია". http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კონფერენცია
culturegovge culturegovge
„ტფილისის ჰამქარი"
info9 info99
"ტფილისის ჰამქარი" ნახევარმილიარდიანი შუშის არქიტექტურის წინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაამაგრე გუდიაშვილი
Artareatv
#პაNOრამა - ცირა ელისაშვილი
პაNOრამა ERTAD
რას მოითხოვს "ტფილისის ჰამქარი" - საპროტესტო აქციები გუდიაშვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პანორამა თბილისი" საბაგირო ბოძს აშენებს - ტფილისის ჰამქარი
სტუდია მონიტორი
11.10.14. რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში
David Narmania