დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება
დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი დღით დაიკეტება. იკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და მათი დატოვება. საქართველოს მთავრობამ იმ გამონაკლისი შემთხვევების სია გამოაქვეყნა, რომელთაც აკრძალვა არ ეხება. დადგენილების თანახმად კი, შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას, ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა და მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას. გამონაკლისებს შორის მოხვდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილება ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მიცვალებულის გადასვენება-დაკრძალვა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილება, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილება. შეზღუდვები ასევე არ ეხება საჯარო დაწესებულებებისა და დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამასთან, ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს, ასევე მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დღეს, 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ათი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 10 საათზე, 15 აპრილი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო ზომები მკაცრდება - იკეტება თბილისი, რუსთავი, ქუთაი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში გადაადგილება იკრძ...
misha robaqidze
“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
MULTIMEDIA GE
დღეიდან ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაადგილებაზე შეზღუდვა დროებით იხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster