დღეიდან ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა
დღეს, 08:00 საათიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეიდან, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავაჭრო ობიექტები ისევ დაიხურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე,სააღმზრდელო დაწესებულებზე და...
ტელეკომპანია თანამგზავრი
დღეიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster