რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში

23.05.2020 01:23

დღეიდან, 23 მაისიდან, გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი, სამკაციანი შეზღუდვა ავტომანქანებში, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. ამუშავდა მომსახურების ობიექტების ნაწილი, გახსნილია სასაფლაოები. ქვეყნის მასშტაბით, კონტროლის მექანიზმი შემსუბუქდა, თუმცა გარკევული წესები ისევ ძალაშია. დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ამასთან, ჯერჯერობით შეზღუდულია საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის  საქალაქთაშორისო, ტაქსებში სამ ადამიანზე მეტის ყოფნა, რესტორანში/ბარში/კაფეში ადგილზე კვებით მომსახურება, მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე საქმიანობენ, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გამონაკლისია ონლაინვაჭრობა, სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდულია, ამასთან, დაკეტილია სპორტული და კულტურული ობიექტები,   იზღუდება აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოებაც, დისტანციური რეჟიმის გარდა. შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე ან ქელეხი. ეკონომიკური საქმიანობა კი, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში, არა უმეტეს 10 პირის დაშვებით. ამასთან, ჯერ ისევ არ ფუნქციონირებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში - პრემიერის განმარტება
02:39

რა შეზღუდვები შენარჩუნდება ქვეყანაში - პრემიერის განმარტება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება
06:31

პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ?
07:01

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ?

Business Media Georgia

რა შეზღუდვები მოიხსნება 18 მაისიდან - პრემიერის განცხადება
08:00

რა შეზღუდვები მოიხსნება 18 მაისიდან - პრემიერის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა შეზღუდვები უქმდება და მსუბუქდება - გახარიას განცხადებები მთავრობის სხდომაზე
06:39

რა შეზღუდვები უქმდება და მსუბუქდება - გახარიას განცხადებები...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რა შეზღუდვები იმოქმედებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში - დავით ზაალიშვილი
06:54

რა შეზღუდვები იმოქმედებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში - დავით ზა...

ტელეკომპანია ბორჯომი

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 ივნისიდან
01:25

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 ივნისიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა შეზღუდვები მოიხსნა საქართველოში
05:18

რა შეზღუდვები მოიხსნა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო