თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება

18.08.2019 00:48

ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9-ის” ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება. პირველ ეტაპზე, დღეიდან 27 აგვისტოს 18 საათამდე გადაკეტილი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირი იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე. ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;  თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით; კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის. შეიცვლება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო