შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

26.02.2021 01:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა;

• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა;

• ბესიკის ქუჩა;

• ლესია უკრაინკას ქუჩა;

• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა;

• 9 აპრილის ქუჩა;

• ანტონ ფურცელაძის ქუჩა;

• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;

• გია ჭანტურიას ქუჩა;

• რეზო ლაღიძის ქუჩა;

• ვასო აბაშიძის ქუჩა;

• მესხიას ქუჩა.

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani