შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
კიდევ ერთი ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე. დაკავებულთა რიცხვი 18-მდე იზრდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების განთავსებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის ციხეში მყოფი პატიმარი იღებს. „ფეისბუქში“ ბუბა ლომთათიძის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მან ატვირთა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. უწყებაში განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელებისთანავე, გამოძიებამ დაადგინა ამტვირთავის ვინაობაც და ადგილსამყოფელიც. გამოძიების ინფორმაციით, ბუბა ლომთათიძის სარეგისტრაციო სახელით საქართველოს მოქალაქე დ.ი. სარგებლობდა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. საქართველოს ტერიტორია აღნიშნულმა პირმა მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო