ლაშქრობა ვერეს ხეობაში


დიდ ბავშვებსაც სჭირდებათ ბუნებაში ყოფნა და ლაშქრობა. გუშინ მე და სანდროს ჯერი იყო და გადავწყვიტეთ ვერეს ხეობაში აგვესეირნა, ოღონდ თბილისს ზემოთ.
ჩვენი სახლიდან, დაახლოებით 15 წუთი ვიარეთ მანქანით ნაფეტვრების გზის მიმართულებით და ხეობისკენ ჩასახვევ, გრუნტის გზას მივაგენით.
სამწუხაროდ, გზის პირველი ნაწილი, უამრავი სამშენებლო ნარჩენით და ნაგვით იყო დაფარული, მაგრამ მდინარესთან ახლოს უკვე ბევრად სუფთა და ლამაზი ბუნება დაგვხდა.
მდინარის გასწვრის, თუთუბოს (Rhus coriaria) ხის კორომები დაგვხდა, რომელიც სხვა მრავალ სარგებელთან ერთად თურმე ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იყენებენ ხევებისა და ხრამების გასამაგრებლად. სავარაუდოდ, მეწყერის და მორიგი წყალდიდობის თავიდან ასარიდებლად დარგეს თავის დროზე, კარგმა ადამიანებმა.

ობობა 1:23 - ზე არის Araneus angulatus (მადლობა Armen Seropian-ს ამოცნობისთვის).

https://www.facebook.com/BunebisSvilebi
https://www.instagram.com/bunebisshvi...