ლაშქრობა ბორჯომში ბავშვებთან ერთად - ქვაბისხევი

11.05.2021 04:18

ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვეწვიეთ, სადაც სამი ღამე გავატარეთ კარვებში, ცოტა ლაშქრობა მოვასწარით და მესამე დღეს აქვე აღდგომასაც შევხვდით. ეს არის ქვაბისხევი, ადგილობრივები ამ ადგილს "მარიამწმინდა"-თაც მოიხსენიებენ, იქვეა წმ. მარიამის მიძინების ეკლესია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საბანაკე საქართველოში, რადგან ბევრი საკარვე ადგილი, მდინარე, ულამაზესი ხეობა და ბუნებაა, ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან ერთად ადვილად მისაღწევი. ვისაც გიყვართ მოგზაურობა, ბუნება და ლაშქრობა, ნამდვილად სათქვენოა აქაურობაც :) . გაითვალისწინეთ, რომ აქ მოსახვედრად, ისევე როგორც საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://apa.gov.ge/ge/eco-tourism/serv... https://www.facebook.com/BunebisSvilebi https://www.instagram.com/bunebisshvi...

გაზიარება: