ერთდღიანი ლაშქრობის აღჭურვილობა
ერთდღიანი ლაშქრობები ბუნებაში დასვენების მარტივი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებაა. ასეთ ლაშქრობაში გაცილებით ნაკლები და იაფიანი აღჭურვილობა-ტანსაცმელი გვჭირდება, გზის ფულიც მცირეა, ამასთან შეგვიძლია საღამოს კვლავ სახლში დავბრუნდეთ და დაწყებული საქმეებიც დავასრულოთ. რატომღაც ასეთი ლაშქრობები ნაკლებად დაფასებულია, არადა ჩემთვის ერთერთ უსაყვარლეს დასვენების აქტიობად რჩება. ერთდღიან ლაშქრობებში ვტესტავ ახალ აღჭურვილობას, ახალ იდეებს, მიმაქვს ისეთი ნივთები რომელსაც მრავალდღიანზე ვერ წავიღებდი. ძალიან ხშირად სწორედ ასეთ გასვლებზე გადავაწყდები ხოლმე ბუნების საოცარ სილამაზეს (წინა ერთდღიანზე 2 შველი შემხვდა, პირველად ცხოვრებაში). მთელი გულით გირჩევთ როდესაც გამოგიჩნდებათ თავისუფალი დღე, თუნდაც თავისუფალი ნახევარი დღე, ან თუნდაც 5-6 საათი, წახვიდეთ ერთდღიან ლაშქრობაში, ამით სრულად დაიმშვიდებთ გონებას და კარგი ლაშქრობაც გამოგივათ. ხოლო ის აღჭურვილობა რაც ასეთ გასვლაზე გჭირდებათ აღწერილია სწორედ ამ ვიდეოში, რათქმაუნდა ეს ჩემი ინდივიდუალური სიაა მაგრამ ვფიქრობ თქვენც გამოგადგებათ. ვიდეოს ოპერატორი, ნარატორი, მძღოლი, გამნათებელი :) (გადავედით სოლო გადაღების რეჟიმში რადგან მე და თიკოს გვეყოლა პატარა ერეკლე ნაზღაიძე) - გიორგი ნაზღაიძე პროდიუსერი და მონტაჟი: თინათინ მუმლაძე შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე https://www.facebook.com/%E1%83%90%E1...
მსგავსი ვიდეოები
ლაშქრობა გუდამაყარში (ბაკურხევი-საკერპო-ფხიტური-ჭაუხისკენ)
ლაშქრობა
ლაშქრობა ლისის შემოგარენში
ლაშქრობა
ლაშქრობის დღიურები - ჭილის ტბა დიდგორის მონუმენტი
Tv7 Official
თერმოსი ლაშქრობაში
ლაშქრობა
საუბრები ალგეთის ეროვნულ პარკში
ლაშქრობა
ერთ დღიანი თევზაობა შაორის წყალსაცავზე
ხადას ხეობა | Khada Gorge | Spend your summer in Georgia
Be Traveler • იყავი მოგზაური
აუდიო პოდკასტი - ისტორიული აზროვნება - I ტრიუმვირატიდან - ცე...
Shalva Mindadze - Platform Of History For Entrants