დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრ „ამირანში“

08.12.2019 01:12

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა კინოთეატრ „ამირანში“. ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს გადაეცა.

საუკეთესო მხატვრული ფილმი გახდა დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“;

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები  საქართველოს პირველმა არხმა დააჯლდოვა, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორია. გამარჯვებულ რეჟისორებს ჯილდო არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადასცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub