დაჯილდოების ცერემონია

27.01.2020 01:31

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის,  „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

2019 წელს კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 8 ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა. ნომინაციაში „სუფთა რეგიონი“ კახეთმა გაიმარჯვა. ორ ნომინაციაში, „სუფთა მუნიციპალიტეტი“ და „სუფთა ქალაქი“ საუკეთესო ზუგდიდი გახდა. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ორგანიზებით და თბილისის საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine