გატაცებული მოზარდი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება
02/23/2020
ამ დრომდე, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება 16 წლის მოზარდი, რომელიც რუსმა სამხედროებმა წუხელ გვიან ღამით დააკავეს. ის ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს, შემდეგ კი – დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.
გავრცელებული ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც მოზარდთან ერთად იყვნენ, გაქცევა მოახერხეს. 16 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი კი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. მომხდარს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად. მისია ადასტურებს მზადყოფნას, შემდგომი კომუნიკაციისთვის ხელის შეწყობის მიზნით, ცხელი ხაზის გამოყენების თაობაზე, – წერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.