ევროპის თასის გათამაშების ეტაპი სქი კროსში


გუდაურმა სქი კროსში ევროპის თასის გათამაშების ეტაპებს უმასპინძლა.

შეჯიბრი როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს შორის გაიმართა. ევროპის თასის გათამაშების ეტაპს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დამკვირვებლები და ექსპერტები დაესწრნენ.

ევროპის თასის გათამაშების ეტაპი საქართველოსთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს.

სქი კროსის დასკვნითი დღის გამარჯვებული ქალთა შორის, კანადელი მარტინ მიკაილა გახდა, მამაკაცებში კი პირველი ადგილი ფრანგმა დუპლესის კერგომარდ იურიმ მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუდაური მომავალ წელს უკვე მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპს უმასპინძლებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან