რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრებსა და „შავ ლომს“ გაწვრთნის
რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „შავი ლომის“ მთავარ მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დაინიშნა. მან ლევან მაისაშვილი შეცვალა. ახალ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი 1+1+2 სისტემით გაფორმდა. 52 წლის კოკერილს „ბორჯღალოსნების“ თავკაცის რანგში დებიუტი 4 თებერვალს ექნება, როდესაც საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2024 წლის გათამაშების სასტარტო ტურში გერმანიაში ითამაშებს, შემდეგ კი ორი საშინაო მატჩია: 10 თებერვალს ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს ესპანეთთან. კოკერილი მოთამაშის კარიერის განმავლობაში იცავდა „ქოვენთრის“, „ლესტერისა“ და „კლერმონის“ ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 მატჩში სამი ლელო აქვს დადებული. მწვრთნელობა მან 2005 წელს „ლესტერში“ ფორვარდების დამრიგებლად დაიწყო, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი იყო ფრანგულ „ტულონსა“ და შოტლანდიურ ედინბურგში. ის ინგლისის ნაკრების ფორვარდების მწვრთნელიც იყო და უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან. ბოლოს ფრანგულ „მონპელიეს“ წვრთნიდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება წლევანდელი ჩაგდებული მსოფლიო თასის შემდეგ გაჩნდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა საფრანგეთში ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რაგბი| საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – რიჩარდ კოკერილი
Croco․ge
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის,...
„ბორჯღალოსნების“ მზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თარგმანი და...
Zaza Tsotniashvili
ცხოვრება პრინციპით 80/20-ზე - რიჩარდ კოში
მოკლე შინაარსი
რიჩარდ III [პირველი ნაწილი]
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საუბარი რიჩარდ გირაგოსიანთან
რადიო თავისუფლება
როდესაც პლაგიატი მილიონ დოლარზე ძვირად იყიდება
Litagora