საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

05.03.2023 00:34

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია - ავჭალის სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები 31-7 დაამარცხეს. „ბორჯღალოსნებისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის გარდა, ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა - ჩვენი ნაკრები ამ საპატიო ჯილდოს მეთექვსმეტედ დაეუფლა. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის გათამაშების ფინალში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთი 27:10 დაამარცხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: