ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ მმართველი პარტიის ძლიერი უპირატესობის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნები ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე მიმდინარეობს. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ შემცირდა საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ყველა დონეზე, რამაც კომისიების წევრთა შორის მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით, მაუწყებლებმა ეთერიდან უნდა ამოიღონ ყველა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც სამთავრობო პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უარყოფითი მხრით წარმოაჩენს. სადამკვირვებლო მისიამ ექვსი ადგილობრივი სატელევიზიო არხისა და სამი ონლაინ მედიასაშუალების, საუკეთესო საეთერო დროის კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგი 24 სექტემბერს დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 3 | ამონარიდი დოკუმენტიდან | 26.09.12
GeoArchive
ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია არჩევნების გაშუქებაზეც
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინა ბოკუჩავას ბრიფინგი - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს წარმომადგენლების ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დონბასში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები მათზე მუქარის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster