თინა ბოკუჩავას ბრიფინგი - გამოხმაურება
„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოშვებისთვის მიმართოს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა. მისი თქმით, სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზებას. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენციანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თინა ბოკუჩავას ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინა ბოკუჩავას ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინა ბოკუჩავას ბრიფინგი
ტვ პირველი • TV Pirveli
წულუკიანმა შევარდნაძის ეპოქაში დაგვაბრუნა - "ნაციონალური მოძ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინა ბოკუჩავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებ...
STV NEWS
თინა ბოკუჩავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster