მიმართვა ეთიკის საბჭოს

19.07.2021 00:36

უახლოეს დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს. ოპოზიციური პარტიის წევრები ოპონენტებს თინა ბოკუჩავაზე ძალადობაში ადანაშაულებენ  და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს, სასესიო დარბაზში დაპირისპირებისას, თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის სპიკერატისკენ მიემართებოდა, რა დროსაც „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა მას გადაადგილების საშუალება ფიზიკურად არ მისცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: