14
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს ჰპირდება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამიზნული დათხოვნები არ იქნება, ასევე საუბარია მათთვის ხელფასების მკვეთრ ზრდაზე. მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, რომ არ შეასრულონ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვარონ სისხლი. ლევან სანიკიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას აქვს მორალური უფლება მიმართოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა თუ საჯარო მოხელეებს, რადგან სანიკიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს მათი პროფესიული ეთიკის დახვეწაში დიდი როლი აქვს შესრულებული. კოალიციის წევრი აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და ის თავად გააკეთებს განცხადებას, რა სტატუსით და როლით გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკაში მოღვაწეობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
დავით ჯელაძე და პატარა მაშო | როგორ გადავრჩი - სეზონის პირვე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ინას ისტორია
Menu.ge
მედია ომში | ბაიასთან
როინ ვაშაძის მკვლელობა და „ნაცმოძრაობის“ ლუსტრაცია
TV IMEDI
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 3, სერ 7
ჩემი ცოლის დაქალები
#მოამბე 15 საათზე, 14 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვერცხის მოთავსება ბოთლში, ბოთლიდან - ქილაში
ნორჩი მეცნიერი - FUN LaB
ცხოვრება ასუფთავებს - ურთიერთობის სტატუსი ჩახლართული ეპიზოდი...
ურთიერთობის სტატუსი: ჩახლართული