სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა
01/30/2018
Radio Atinati-ის
მიერ
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით გადაიდო. პროკურორმა დავით პაპავამ ოსამართლეს დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო სთხოვა. პროცესიდან გამოსული რუსიას ახლობლები, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ დავით ჯალაღონის ოჯახის წევრებთან მივიდნენ და ჰკითხეს თუ რატომ არ ითხოვდნენ, ისინი ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა. ბრალდებულ დავით ჯალაღონიას დედის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ მისი შვილის ხელზე დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი.
„საქმის დეტალები არ ვიცოდი. დღეს გავიგე, რომ ჩემი შვილის ხელზე დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი. გვაქვს კითხვები, რომელსაც ჩვენს ადვოკატთან განვიხილავთ“, - ამბობს დაკავებულის დედა.
გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახის წევრების შელაპარაკებისას შეუძლოდ შეიქნა დავით ჯალაღონიას მამა. სასამართლო შენობის წინ მათ შორის კამათი ამ დრომდე გრძელდება.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/