სამედიცინო პერსონალის პროტესტი


ზუგდიდში შპს „აფხაზეთიდან“ იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ექიმები აპროტესტებენ დაწესებულების შერწყმას ტატიშვილის ტრავმატოლოგიურ კლინიკასთან. მათი განცხადებით, დევნილთა პოლიკლინიკის პროფილი არ უნდა შეიცვალოს. პოლიკლინიკის მედიკოსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა. თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, ის არ არის კლინიკების შერწყმის საქმის კურსში, მაგრამ მედიკოსებისა და მათი ბენეფიციარების ინტერესებს დაიცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან