სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების პროტესტი

30.06.2023 01:46

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები, პროფკავშირებთან ერთად, საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებს აპროტესტებენ. აღნიშნულის საფუძველზე ხელშეკრულება 63 თანამშრომელს შეუწყდა. მათი თქმით, გამოცდებზე ჩაჭრა მიზანმიმართულად ხდება. სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს გასულ თვეებში ხელფასების მატების მოთხოვნით გამართულ აქციებს უკავშირებენ. სამართლებრივი დავის დაწყებას პროფკავშირები უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, წერილობითი განცხადება გუშინ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრმაც გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ცენტრის პერსონალი ვალდებულია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. ბარიერის ვერცერთხელ გადალახვის შემდგომ კი მათთან წყდება შრომითი ხელშეკრულება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ექიმების პროტესტი გრძელდება
04:30

ექიმების პროტესტი გრძელდება

Formula News

სასწრაფო დახმარების ექიმების პროტესტი და უშედეგოდ დასრულებუილი შეხვედრა ადმინისტრაციასთან
05:53

სასწრაფო დახმარების ექიმების პროტესტი და უშედეგოდ დასრულებუი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პროტესტის მე-13 დღე შეკვეთილში
01:08

პროტესტის მე-13 დღე შეკვეთილში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელფასების მატება და ადეკვატური სამუშაო პირობები - სასწრაფოს ექიმების მსვლელობა და მოთხოვნები
01:55

ხელფასების მატება და ადეკვატური სამუშაო პირობები - სასწრაფოს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის აქცია
01:38

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გადაგვიყვანეს ქრონიკული შიმშილის რეჟიმში - სასწრაფოს ექიმების პროტესტი გრძელდება
01:52

გადაგვიყვანეს ქრონიკული შიმშილის რეჟიმში - სასწრაფოს ექიმები...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ინციდენტი აქციაზე
01:43

ინციდენტი აქციაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ექიმების გადამზადება დაიწყო
02:38

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ექიმების გადამზადება...

Rioni.TV

ყველა ვიდეო