საკანონმდებლო ორგანოში დღეს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული


საკანონმდებლო ორგანოში დღეს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დღის წესრიგით 30-მდე საკითხია გათვალისწინებული. მათ შორის სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე დადგენილების პროექტი, საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტების წესის შესახებ.

დღესვე დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხსაც უყრიან კენჭს. „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წევრები, პროტესტის ნიშნად, დარბაზში არ იქნებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან