ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა მარნეულში
09/08/2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილესთან და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
შოთა რეხვიაშვილი, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში შევა და სამი დიდი ადმინისტრაციულ ერთეული - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგდება. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 677 520 ლარითაა დაფინანსებული.
დასრულებულია შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებული ხიდის მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარით დაფინანსდა, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.
#ქვემოქართლი2020
#მარნეული2020
#ინფრასტრუქტურა2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020