ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, დასახლებული ტერიტორიისგან მოშორებით არსებულ მინდორზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში და ძვლებია მიმოფანტული. ადგილობრივი ფერმერების ვარაუდით, შესაძლოა, პირუტყვი ბოლო პერიოდში მათთვის უცნობი დაავადებისგან დაეცა. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქონელი მტაცებელი ცხოველების ან ძაღლების მიერ იყოს დაგლეჯილი.
ამ ტერიტორიიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში რეგიონული ნაგავსაყრელია მოწყობილი, სადაც ძაღლები მრავლად არიან. ნაგავსაყრელის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აქ ძაღლები მოსახლეობას სპეციალურად მოჰყავს.
აღნიშნულ ადგილზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავარდნილი ცხოველებისგან ნიმუშების აღება ვერ შეძლეს.
\"ვიყავით და დავათვალიერეთ ის ადგილი, თუმცა უკვე აღარ არის ის სიტუაცია, რომ ჩვენ შევძლოთ ნიმუშის აღება. ეტყობა, ცხოველი დიდი ხნის დაცემულია...ერთ-ერთი მსხვილფეხა საქონლისგან შეიძლებოდა, თუმცა იქ მყოფმა ძაღლებმა არ მიგვიშვეს\", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბაჩო ჟვანიამ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა კვლევას ვერ აწარმოებენ, რადგან ამისთვის მოსახლეობის ან სხვა შესაბამისი უწყების მიმართვაა საჭირო.
\"ზუგდიდდასუფთავების\" დირექტორის მოადგილის თენგიზ გოგოლიშვილის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებდა.
\"ხვალ ან ზეგ წავალთ და გავეცნობით სიტუაციას. ამის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდით\", - აღნიშნა მან.
დაცემულ ცხოველებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც სოფლის გამგებელი ნონა ესებუა ფლობდა. ის ამბობს, რომ მოსახლეობამ მას გასულ ზაფხულს, მხოლოდ მგლების შემოსევის გამო მიმართა და ამჟამად ცხოველების დაცემის გამომწვევი მიზეზები მისთვის უცნობია. სოფლის გამგებელი აღნიშნული ტერიტორიის დათვალიერებას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დახმარების თხოვნით შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/