გ. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ


სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

2021 წლის 16 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებულ 2 არასრულწლოვანს - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, საბოლოო სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2021 წლის 09 მარტის განაჩენით, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ბრალდებული ხუთივე პირი - ა. გ., ნ. რ., ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი ინციდენტის გამო შურისძიების და ანგარიშსწორების მიზნით, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან - ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ავტომანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები.
სრულად: https://pog.gov.ge/news/sasamarTlom-g...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან